უამინდობამ და ძლიერმა ქარმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქარის შედეგად დაზიანდა სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის სახურავი, სოფელ აგანას სასოფლო-სამეურნეო შენობა, სოფლებში - ალათუმანში, კოჭიოში, კოთელიაში, არაგვაში და ორჯაში საცხოვრებელი სახლები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და სპეციალურმა კომისიამ, მერის მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის, თეიმურაზ მჭედლიძის ხელმძღვანელობით, ადგილზე დაათვალიერეს და შეისწავლეს აღნიშნული მდგომარეობა.
როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, დიდია მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან სტიქიით მიყენებული ზარალის შესასწავლად, საკითხს ადგილზე სწავლობს სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი კომისია, რის შემდეგაც ძლიერი ქარისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.