ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი და ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლი აამოქმედა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, პარიზის ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღეს.
BBC -ს ცნობით, ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.
"დღეს ევროკავშირმა, წევრი სახელმწიფოებს თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ერთხმად გამოუცხადა საფრანგეთს სრული მხარდაჭერა და საჭირო დახმარების გაწევის მზადყოფნა", - განაცხადა მოგერინიმ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მიმართა ოფიციალური თხოვნით, მხარი დაუჭირონ საფრანგეთს, " ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სირიასა და ერაყში, ასევე გაუწიონ სხვა სამხედრო სახის დახმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.