GUARDIAN.GE - ევროპულმა საბჭომ მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს „სამხედრო დანაშაულები“ უკრაინაში. ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის მმართველი ორგანოა, ხუთშაბათ საღამოს გამართულ შეხვედრაზე დაასკვნა, რომ რუსეთი თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ობიექტებს - საავადმყოფოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და თავშესაფრებს.
„სამხედრო დანაშაულებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხისგებაში მიეცემიან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს დოკუმენტში, რომელიც საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ ინტერნეტით გავრცელდა.
სამოქალაქო დახმარება: საბჭომ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს, გასცეს გარანტია, რომ ომის ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გავიდნენ მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო გზები მარიუპოლის მსგავსად ალყაში მოქცეულ ქალაქებში.
საბჭომ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და დასაფინანსებლად. გაეროს შეფასებით, 3,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა გასულ თვეში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
სანქციები: განცხადებაში დამატებულია, რომ ევროკავშირი მზად არის სწრაფად გადადგას შემდგომი კოორდინირებული და „მძლავრი“ სანქციები რუსეთისა და ბელარუსის მიმართ.
საბჭომ მოუწოდა „ყველა ქვეყანას“ შეუერთდნენ სანქციებს და გააფრთხილა, რომ „ნებისმიერი მცდელობა გვერდი აუარონ სანქციებს ან რუსეთს სხვა საშუალებებით დაეხმარონ, უნდა შეწყდეს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.