ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
25-03-2022, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სანქცირებულთა შორის არიან ასევე ლუკაშენკოს ცოლი გალინა და მისი ვაჟი ვიქტორი, რომელიც ადრე მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების განხრით მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

 


ახალი სანქიცების სამიზნეა ასევე 22 „რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული პერსონალი“, მათ შორის მედიასაშუალებების - Russia Today-ის, Strategic Culture Foundation-ის, InfoRos-ისა და NewsFront-ის მთავარი რედაქტორები.

 


როოგორც განცხადებაშია ნათქვამი, სანქციები იმისთვისაა, რომ „უზრუნველყოს, რომ რუსეთმა და მათ, ვინც მხარს უჭერს მის უკანონო, არაპროვოცირებულ შეჭრას თავის დემოკრატიულ მეზობელზე, გადაიხადოს მაღალი ფასი“.

 


ავსტრალია „განაგრძობს შემდგომი სანქციების დაწესებას, რათა მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მიაყენოს რუსეთსა და ბელარუსში მათ, ვინც პასუხისმგებელია ან ფლობს ძალაუფლების ბერკეტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი