ნინოწმინდაში „სომხური ქადის (გათა)“ ფესტივალი გაიმართა
25-03-2022, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი მარხვის შუა პერიოდში, ნინოწმინდის წმინდა სარგისის სახელობის ეკლესიის ინიციატივით, ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრ "რაფაელ ჯავახში" გაიმართა ქადის (გათა) მორიგი ფესტივალი, რომელიც უკვე კარგ ტრადიციად იქცა ნინოწმინდელთა ცხოვრებაში.

 

 

ღონისძიება ხალხმრავალი იყო, 75-ზე მეტი ქადა (გათა) წარადგინეს ფესტივალის ახალგაზრდა მონაწილეებმა და დიასახლისებმა.

 


სულიერმა პირმა არმაშ პოღოსიანმა აკურთხა ქადები, რის შემდეგაც ის ფესტივალში მონაწილეებს დაურიგეს.

 


დამსწრეები აღფრთოვანებული დარჩნენ „არავოტ ლუსო“ გუნდის (დირიჟორი ირინა ქოლიანი), „პარნასი“ კლუბის (ხელმძღვანელი სათიკ სნხჩიანი) და ცეკვის ანსამბლი „წაღკაზარდის“ (ხელმძღვანელი ლუსინე მზიკიან) მოსწავლეთა ლამაზი გამოსვლებით.

 


ფესტივალის გამარჯვებულებია: ანაჰიტ ბდოიანი (1-ელი ადგილი).

 


ედვარდ პუთულიანი, პერჩანუშ კირაკოსიანი (მე-2 ადგილი).

 


ანჟელა მოსოიანი, ირინა ჭორუღიანი, ინესა ჩოგანდარიანი, ასტღიკ ხნკოიანი (მე-3 ადგილი).

 


თხუთმეტმა მონაწილემ მიიღო ვერცხლის ჯვრები, რომელიც ტიგრან მოსოიანმა შეიძინა.

 

 

გამარჯვებულებს კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურების თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაცემული საჩუქრები გადაეცათ.

 

 

 ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი