დიმიტრი მედვედევი: უკრაინაში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება
25-03-2022, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინაში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ის გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე - ქვეყნის დემილიტარიზაციამდე და დენაციფიკაციამდე და შედეგად, უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური, რომელიც არ გაატარებს ანტირუსულ პლიტიკას და იქნება რუსეთის ნორმალური მეზობელი, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

 


როგორც მან აღნიშნა, „გეგმა მომზადებული და დამტკიცებულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ“.

 


„სპეცოპერაცია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ დაიწყო, რომ მიზანი, რომელსაც თავის წინაშე რუსული სახელმწიფო აყენებდა, არ იქნა მიღწეული დიპლომატიური გზით. ამაზე თქვა პრეზიდენტმა, როდესაც მან გამოაცხადა სპეციალური ოპერაციის დაწყებაზე. ოპერაციის მიმდინარეობა, მისი ჩატარების გეგმა განისაზღვრება უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. კონსტიტუციით ამას პრეზიდენტი წარმოადგენს. პრეზიდენტმა თავისი შეფასებები გააკეთა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. ეს გეგმა მომზადებული და დამტკიცებულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ“, - განაცხადა მედვედევმა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ და „რაშა თუდეისთან“ საუბარში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი