თბილისში, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონო სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს
25-03-2022, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს.

 


ფეისბუქ ლაივში ჩართვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე აშენდება.

 


მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის მიმართ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.

 


„ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ამ კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით. პატარა სასტუმროს მშენებლობის პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში თავისუფლად ჯდებოდა. მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად მიმდინარეობდა მშენებლობა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. მე საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მშენებლობა დასრულებოდა იმ ფორმით, რაც იყო შეთანხმებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს გვიხარია, ვიღაცას რომ მშენებლობას ვუჩერებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესების ფარგლებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ძველ თბილისზე.

 


ბარათაშვილის ქუჩაზე ეს ისტორიული გალავანი რამდენად მნიშვნელოვანია და საინტერესოა ქალაქისთვის, ამას, ვფიქრობ, ახსნა-განმარტება არ სჭირდება. შესაბამისად, აქ მშენებლობა ამ ფორმით ვერ დასრულდებოდა და ჩვენ მივეცით პირობა თბილისელებს, რომ აუცილებლად მოიხსნებოდა ის ზედმეტი სართული. ახლა აქ დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, გვქონდა კომუნიკაცია მფლობელებთან და შევთანხმდით. მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა.

 

 

ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს. ყოველთვის ვიდგებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება რეაგირება. სამართლიანობა და თანასწორობა კანონის წინაშე ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ, ასე ვმოქმედებდით წარსულშიც და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი