ნოდარ ჯავახიშვილი: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
17-11-2015, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის 206-ე კილომეტრზე, თერჯოლის გადასახვევთან მდებარე მონაკვეთზე, რომელიც ადიდებულმა მდინარე ჩხარამ ორჯერ დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.


მინისტრის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა საქართველოს არა ერთი რეგიონი დააზარალა. მისივე თქმით, პრობლემები შეექმნა როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს, ასევე საქართველოს გზებსა და ხიდებს.


"განსაკუთრებით დაზიანდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის რიკოთის გვირაბის მიმდებარე საგზაო მონაკვეთი, ასევე თერჯოლის გადასახვევთან 206-ე კმ-ზე მდებარე მონაკვეთი. მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის გზის ქუთაისის მიმართულებაზე", - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, სტიქიამ პრობლემები შეუქმნა შიდა სახელმწიფოებრივ გზებსაც, მათ შორის ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, ქუთაისი-ბაღდათის, ძირულა-ხარაგაულის, გომი-საჩხერე-ჭიათურის საგზაო მონაკვეთებსაც, თუმცა, გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთებზე დასრულებულია და მოძრაობა თავისუფალია.


მინისტრის განცხადებით, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო შექმნილი პრობლემებიც მოგვარებულია. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და დაყრილია ტექნიკური მარილი.


"ამ დროისთვის მოძრაობა დაკეტილია კოდა-ნინოწმინდის გზის 94-110 კილომეტრზე, ასევე გოდერძის უღელტეხილის 106-117 კილომეტრზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოები ძლიერი ქარის ჩადგომის შემდეგ აღდგება", - განაცხადა ჯავახიშვილმა.


მინისტრის თქმით, მისი უწყების შესაბამისი სამსახურები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები და უწყვეტ რეჟიმში იღებენ სათანადო ზომებს როგორც გზების გაწმენდით, ასევე აღდგენით და სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანის მიმართულებით.


ჯავახიშვილი ამბობს, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალი ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა, მისი თქმით, ზარალის ანაზღაურება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მოხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი