GUARDIAN.GE - თვითმფრინავს, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შესახვედრად გადაჰყავდა, უკან დაბრუნება და ვარშავაში საგანგებო დაშვება მოუწია, იტყობინება BBC პოლონეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დუდას საფრთხე აღარ ემუქრება.
პოლონური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თვითმფრინავს ტექნიკური მიზეზის გამო, აფრენიდან მოკლე პერიოდშივე მოუწია ვარშავის აეროპორტში დაბრუნება.
ანჯეი დუდა სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვრთან მდებარე ქალაქში ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიემგზავრებოდა. ბაიდენი პოლონეთში ბრიუსელიდან ჩაფრინდა და ამერიკელ ჯარისკაცებს უკვე შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.