GUARDIAN.GE - რუსეთმა განაცხადა, რომ იგი უკრაინაში აღმოსავლეთის „გათავისუფლებაზე“ იქნება ფოკუსირებული. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის თავდაპირველი მიზნები დასრულებულია და რუსეთმა უკრაინელების საბრძოლო შესაძლებლობები შეამცირა.
როგორც ომის დასაწყისში ჩანდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მიზნად ისახავდა დიდი ქალაქების სწრაფად დაპყრობას და მთავრობის დამხობას, მაგრამ რუსულმა არმიამ უკრაინელების სასტიკი წინააღმდეგობის წაწყდომის შედეგად მიზანს ვერ მიაღწია.
„ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია“, - განაცხადა გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკოიმ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები არსებითად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მთავარი მიზნის მიღწევაზე: დონბასის განთავისუფლებაზე”, - დასძინა მან. დონბასი, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რეგიონია, რომელიც ძირითადად რუსების ხელშია.
დასავლეთის სახელმწიფოთა ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთის აღნიშნული განცხადება გულისხმობს იმას, რომ მოსკოვმა იცის, რომ მისი ომამდელი სტრატეგია ჩავარდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისმა ჯარებმა რუსეთს „ძლიერი დარტყმა მიაყენეს“ და მოუწოდა მოსკოვს აღიაროს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობა. „მოლაპარაკებები აუცილებელია. აზრიანი. სასწრაფო. სამართლიანი“, - თქვა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში 1 351 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 3 825 დაიჭრა.
რუსეთის მიერ ოფოციალურად გამოცხადებული ჯარისკაცთა მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ის მონაცმეები, რომელსაც უკრაინა ან აშშ ასახელებს.
დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინაში მეშვიდე რუსი გენერალი მოკლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.