საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დადეს. პირადმა შემადგენლობამ ვარძიამდე სიმბოლურად დროშებით 1203 წელს ბასიანის ბრძოლაში მიმავალი ქართული მხედრობის მიერ განვლილი გზა გაიარა.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი კურსი ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ცენტრში გაიარეს.
პროგრამის ფარგლებში მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადებაჩაუტარდათ. დღეიდან ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ დუმბაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ვიცე- პოლკოვნიკმა შოთა ქურდოვანიძემაც მიმართა.
ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.