GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, მას შემდეგ რაც უკრაინის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ იგი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი, საჯაროდ გამოჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უწყების ცნობით, 26 მარტს არის ჩაწერილი, შოიგუ მაღალჩინოსნებთან თათბირს მართავს და აცხადებს, რომ „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გათვალისწინებით, აუცილებელია 2022 წელს შენარჩუნდეს პერპესქტიული შეიარაღების მიწოდების მოცემული ტემპი, მათ შორის რობოტიზებული კომპლექსების, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების და აგრეთვე, ბუნებრივია, როგორც ეს ყოველთვის იყო, მატერიალურ-ტრქნიკური უზრუნველყოფის ტემპი“.
შოიგუმ თქვა, რომ პრიორიტეტი ენიჭება შორი მანძილის იარაღს, საავიაციო ტექნიკას და სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნას.
მანამდე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის შეტევა დაემართა. სერგეი შოიგუ საჯაროდ არ გამოჩენილა 11 მარტიდან 24 მარტამდე. იგი პუტინის მიერ ხუთშაბათს, 24 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში მხოლოდ რამდენიმე წამი ჩანს.
„შოიგუს გულის შეტევა მოუვიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა მკაცრი ბრალდება წაუყენა უკრაინაში შეჭრის სრულ წარუმატებლობაში“, - წერს გერაშჩენკო „ფეისბუქზე“ და დასძენს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამჟამად „რეაბილიტაციას გადის საავადმყოფოში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.