ქვეითი სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
27-03-2022, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის ცენტრის ქვეითი სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცა.

 

 

სიტყვით მიმართვისას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყურადღება კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში კვალიფიცირებული უმცროსი ოფიცრების როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მოგვიანებით გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

 

 

უმცროსი ოფიცრის ოცდაშვიდკვირიანი კურსი ოცდაცხრა ლეიტენანტმა დაასრულა. კურსის განმავლობაში მსმენელებმა ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, თავდასხმითი, თავდაცვითი და საპატრულო ოპერაციები, სროლის ხელმძღვანელობა შეისწავლეს და თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკა-დიდაქტიკას, ასევე, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსაც გაეცნენ. პირადმა შემადგენლობამ ოცეულის მეთაურის რანგში ოცეულის დონის 4 ოპერატიული ბრძანება დაამუშავა და განახორციელა.

 

 

„ქვეითი უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი“ თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაზაზე 2001 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წლიდან კურსი საერთო საჯარისო ცენტრს დაექვემდებარა, 2021 წლიდან კი, მანევრის ცენტრის ქვეითი სკოლის შემადგენლობაშია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი