ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“ და გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ „არც იფიქროს ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შესვლაზეც კი“
27-03-2022, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მტკიცედ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“, მაგრამ თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს არ იყო რეჟიმის შეცვლისკენ მოწოდება. „ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავის სამეფო ციხესიმაგრეში წარმოთქმული სიტყვის ბოლოს.

 

 

ბაიდენმა პუტინს ასევე „ყასაბი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა „დაახრჩო დემოკრატია“ უკრაინაში შეჭრისას და გააფრთხილა პუტინი, რომ „არც იფიქროს ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შესვლაზეც კი“.

 

„პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლების გამოყენება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლას“, - თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ სიტყვები - პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“ - არ იყო მომზადებულ ტექსტში.

 


კრემლს ბაიდენის კომენტარი უპასუხოდ არ დაუტოვებია: „ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის. ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი უნდა იყოს“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 

 

უფრო ადრე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოცილება მათი მიზანი არ არის.

 

 

„ჩვენთვის საკითხი რეჟიმის შეცვლას არ შეეხება. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდათ, რომ ხელმძღვანელობდეს მათ”, - თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მარტის დასაწყისში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი