GUARDIAN.GE - უნგრეთი, პოლონეთი, გერმანია - ყველა თავის ინტერესში მოქმედებს და საქართველომ რა სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის უძლებს მეხუთე კოლონის შემოტევას და საქართველოს არიდებს ძალიან დიდ დარტყმებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი ლევან მამალაძე „იუთუბზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ საქართველომ თავისი ეროვნული და ეკონომიკური ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს და შეძლოს იმ სავაჭრო სისტემების სათავისოდ გამოყენება, რომელიც რუსეთმა და დასავლეთმა დაკარგა. მამალაძე აღნიშნავს, რომ ქართული პორტები ისეთი დატვირთვით უნდა მუშაობდნენ, რომ „ტვირთების მომსახურებას ვერ აუდიოდნენ“.
„ყველას პასუხი უნდა გაეცეს, ვინც ცდილობს, რომ საქართველო რაღაცაში დაადანაშაულოს და თქვას, რომ რაღაც სანქციები დააწესოს, ყველამ ენა ჩაიგდოს ერთ ადგილას, ამ ფორმით ვიძახი. აგერ უნგრეთი, პოლონეთი, გერმანია - ყველა თავის ინტერესში მოქმედებს და საქართველომ რა სანქცია უნდა დაუწესოს, პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილს, აი მართლაც რომ იტყვიან „რისპექტ“ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის უძლებს შემოტევას, მეხუთე კოლონის შემოტევას და საქართველოს არიდებს ძალიან დიდ დარტყმებს. ჩვენ ახლა კარგად შევხედოთ, რისი გამოყენება შეგვიძლია. აგერ არის აზერბაიჯანის მაგალითი, აზერბაიჯანმა რა დაკარგა?! არ არის დასავლეთთან და რუსეთთან არ მეგობრობს?! 20 წელი ემზადებოდა ალიევი, რომ პრობლემები მოეგვარებინა და მოაგვარა კიდეც და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან, დასავლეთთან და იგივე რუსეთთანაც - აი, ეს გააკეთა, აგერ უნიკალური მაგალითი გვაქვს.
აგერ, სომხეთიც, რომელიც ცდილობს, რომ ახლა ამ სიტუაციაში დიდი სარგებელი მიიღოს. სომხეთიც, აზერბაიჯანიც სარგებელს იღებს და ჩვენთან კი პრობლემების შექმნა უნდათ. პირიქით, საქართველო დღეს ჰაბად უნდა ვაქციოთ, იგივე დასავლეთთან, მთელ მსოფლიოსთან და რუსეთთან ურთიერთობაში და ეს სეპარატისტული ტერიტორიები [აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი] ამ სავაჭრო ურთიერთობებში უნდა ჩავრთოთ, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანოობის აღდგენის ერთ-ერთი საწინდარი. ჩვენი პორტები დღეს იმდენად დატვირთული უნდა იყოს, რომ ვერ უნდა აუდიოდნენ ტვირთების მომსახურებას და არადა ეს ასე არ არის. დღეს ჩვენ შეგვიძლია იმ სავაჭრო სისტემების აგება, რომელიც რუსეთმა დაკარგა და დასავლეთმა დაკარგა და აქ არ არის ლაპარაკი რაღაც სანქციების შავ ხვრელს რომ არქმევს ზოგიერთი ელჩი, დეგნანი და ა.შ. და ჩვენ რაღაცას მიგვანიშნებს და იქ უნგრეთს ვერაფერს ვერ ეუბნებიან. რა შავ ხვრელზეა ლაპარაკი, ის საქონელი, ის ნომენკლატურა, რომელიც არ არის სანქცირებული, ის გავატაროთ საქართველოზე, იმას მოვემსახუროთ და ასევე, რაც რუსეთს აწყობს. ეს გაიხსნება ახლა და ამისთვის საქართველო მზად უნდა იყოს“, - აცხადებს ლევან მამალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.