რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდები და კონტეინერები გადასცა.
როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მყარი ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სოფლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ნარჩენების შეგროვება, როგორც კონტეინერული მეთოდით, ასევე ,,ზარის პრინციპით“.
ა(ა) იპ ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მერის წარმომადგენლებიც.
გარდა ამისა, ალექსანდრე სარიშვილმა ყურადღება გაამახვილა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამაზე, რომელიც 1 მარტიდან დაიწყო. პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად.
საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობაა.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ წარმომადგენლებისაგან მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრას მერის მოადგილე, თორნიკე ტიკაძე ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.