ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში,თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი ეწყობა. ამის შესახებ თბილისისმერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სპორტული მოედანი დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა,დაზიანებული იყო და განახლებას საჭიროებდა.
„მინდა, შევეხო ერთ სპორტულ სივრცეს, რომელიც წყნეთში, ამილახვრის N23-ში მდებარეობს დადიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს იყო საფეხბურთო მოედანი, სადაც იმართებოდა ტურნირები, შეჯიბრებები და ეს სივრცე იყო მოძველებული. გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული მოედნით სარგებლობა და ვაკის რაიონის გამგეობამ დაიწყო მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლება. უახლოეს მომავალში პროექტი დასრულდება და ეს კონკრეტული ადგილი კვლავ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აქტიურ ადგილად იქცევა. არსებული სივრცე მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. მოეწყობა ტრიბუნები, ახალი ხელოვნური საფარი, ღამის განათება. ამდენად, რაც საჭიროა სპორტული მოედნის მოსაწყობად, ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამ პროექტისგანხორციელებასსრულად უზრუნველყოფს ვაკის რაიონის გამგეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაზე, დაახლოებით, 281 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.