ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
ელჩი, ცოტა ხნის წინათ, საკრებულოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ აღნიშნა, რომ ტერორიზმი ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვება მიწევს. ვუთანაგრძნობ ფრანგ ხალხს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ ამ ტრაგედიას და ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ოჯახები. ტერორიზმი წარმოადგენს საფრთხეს ნებისმიერი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მერი ჰოლ ჰოლიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.