რუსეთმა განაცხადა, რომ „რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს“ კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე
29-03-2022, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს“ ორ ფრონტზე - კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. 

 


სამხედრო აქტივობების „რადიკალურად შემცირება“ დაადასტურა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა.

 

 

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებები პრაქტიკულ სივრცეში გადადის, მხედველობაში ვიღებთ რა პრინციპებს, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იქნა განხილული, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რადიკალურად შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, - განუცხადა ფომინმა ჟურნალისტებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი