ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები „წინ მიიწევს ეფექტური გზით“
29-03-2022, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ნიშნებს იმისას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები „წინ მიიწევს ეფექტური გზით“, რადგან აშშ ვერ უყურებს რუსეთის მხრიდან „ნამდვილი სერიოზულობის ნიშნებს“.

 

 

„არის რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ფოკუსირებული“, - განაცხადა ბლინკენმა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ბურიტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

ბლინკენი სიფრთხილით ეკიდება რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი შეამცირებს საომარ მოქმედებებს კიევის გარშემო. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს „საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადაუხვიოს თემას და მოატყუოს ხალხი, იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“.

 

 

„თუ მათ როგორღაც სჯერათ, რომ „მხოლოდ“ უკრაინის აღმოსავლეთ და უკრაინის სამხრეთ ნაწილის დამორჩილების მცდელობამ შეიძლება გამოიღოს წარმატება, მაშინ ისინი კიდევ ერთხელ იტყუებენ საკუთარ თავს“, - თქვა ბლინკენმა.

 

 

მან მოუწოდა რუსეთს „ახლავე შეაჩეროს აგრესია, შეწყვიტოს ცეცხლი, უკან დახიოს თავისი ძალები და რა თქმა უნდა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი