თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.
თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.
ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.