ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა
30-03-2022, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.

 

 

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

 

 

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედით ნაბიჯებს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში სამომავლო თანამშრომლობას და ამ კონტექსტში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ზბიგნევ რაუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე ეუთო-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) პროცესში და ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ეფექტური თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას.

 

 

პოლონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

 

 

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში პოლონეთის მხრიდან არის გაცხადებული. მთავრობის მეთაურმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პოლონეთის მხრიდან: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ელჩი მონტენეგროში, ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი არტურ დმოხოვსკი, პოლიტიკური დირექტორი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიტოლდ სობკუვი, პოლონეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის საორგანიზაციო ოფისის ხელმძღვანელი პაველ კოტოვსკი, ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ და ეუთო-ს სამდივნოს ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ზიგფრიდ ვიობერი, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 2
#2   amna
      
Strong I'm going to bookmark your blog . You totally have amazing stories. Pulls for obliging us your blog.

sildenafil 150

This is a smart blog. I mean it. You have so much knowledge about this issue, and so much passion. 잠실출장안마
1 აპრილი 2022 14:00
#1   amna
      
I really like your take on the issue. I now have a clear idea on what this matter is all about.اختبار تحصيلي تجريبي
31 მარტი 2022 10:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი