ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქ ნინოწმინდის სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები. შეხვედრა მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ლეონ ვარდანიანმა გახსნა.
შეხვედრის განხილვის საკითხს ქალაქ ნინოწმინდასთან „მრგვალი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და დასასვენებელ ზონად გადაქცევა წარმოადგენდა. პროექტი ახალგაზრდებმა წარმოადგინეს, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი მიესალმა ახალგაზრდების „მრგვალ ტბასთან“ დაკავშირებით წარმოდგენილ ინიციატივას.
„მრგვალი ტბის“ ტერიტორიის დასასვენებელ ზონად გადაქცევის იდეა უკვე 3 წელია არსებობს. მის განსახორციელებლად უნდა გამოვაცხადოთ საპროექტო სამუშაოების ტენდერი, გავითვალისწინოთ ტბის წყლის დონესთან დაკავშირებული სპეციალისტების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანი მოსოიანმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს პროექტის განხორციელებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.