ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.
1.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მხითარ რსტაკიანის უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
2.„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის № 16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. 2021 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და შეფასების შესახებ, აგრეთვე სამსახურების უფროსების ანგარიშების მოსმენა;
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ;
5.საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
სხდომას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.