ზელენსკი: გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური... ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ელჩის მაროკოდან გაწვევის შესახებ, ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან
31-03-2022, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინამ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და დასძინა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.

 


პრეზიდენტის თქმით, „არსებობენ ისინი, ვინც სხვებთან ერთად უკრაინის თავდაცვისთვის მუშაობენ და ისინი, ვინც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დასარჩენად“.

 


„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ელჩის მაროკოდან გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის?! – გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, – აცხადებს ზელენსკი და დასძენს, რომ უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან, ასევე უკრაინის სამხედრო ატაშეებისგან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი