ირაკლი ღარიბაშვილი: 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას
31-03-2022, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 


მთავრობის მეთაური თითოეულ მოქალაქეს ულოცავს 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს.

 

 

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს.

 


ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება. სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას.

 


ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა.

 


31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა. ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო, რომელსაც უნიკალური ისტორიითა და კულტურით ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო ერთა შორის.

 


მჯერა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა არის გზა, რომელიც მალე მიგვიყვანს ამ მიზნამდე”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი