ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოს დელეგაციამ ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისარ ავრამოპულოს მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებს, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში. დიმიტრიუს ავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მოწინავე ქვეყნის როლს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღნიშნული ევროკავშირის მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყანა დადებით შეფასებას მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.