ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრის მიმდიბარე ტერიტორიაზე, მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, მისი უფროსის, ლევონ ვარდანიანის ხელმძღვანლობით, ტრადიციული კონკურსი „თოვლის ქანდაკებები“ გაიმართა.
კონკურსში ნინოწმინდის N1, 3, დიდი და პატარა ხანჩალის, განძის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთ ორგანიზატორ მასწავლებლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილეებმა დათქმულ დროში გამოძერწეს ზამთრის გამოსახულებები. კონკურსის ჟიურის წინაშე წარდგენილი 5 ქანდაკება თანაბრად შეფასდა და ჟიურის მაღალი პრიზებით დაჯილდოვდა.
დამსწრე საზოგადოებას მოეწონა განძის მე-2 სკოლის მოსწავლეების ნამუშევარი - ქანდაკება, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა მსოფლიოში მშვიდობას -მტრედების სახით და დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას - სანთლების სახით.
ყველა მონაწილე სკოლის გუნდი დაჯილდოვდა დიპლომებითა და სუვენირებით.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაფანიანი, საკრებულოს კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.