საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო და განათლება.
უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.