საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ დანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი და მკაფიო მხარდამჭერია.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. დანიის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ფარგლებში. აღინიშნა, რომ პროგრამა წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის პროცესში. განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ ამ სფეროში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და ორივე მხარის სურვილია, მეტი დანიური კომპანია და ინვესტიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბერტელ ჰორდერი, პოლიტიკური დირექტორი, კრისტინა მარკუს ლასენი , დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა და საქართველოში ულე ეგბერგ მიკელსენი, მინისტრის მრჩეველი ულე რიუდალ სვენსონი, უფროსი მრჩეველი უილიამ ბო,ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.