დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების მსვლელობისასშეზღუდვა მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ოთხი ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე.
მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.