ოთარ ტაბატაძე: ომი დღეს მხოლოდ რუსეთისთვის არის ტანკი, სხვებისთვის ომი - ეკონომიკა და ტექნოლოგიებია
01-04-2022, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„გლობალურ ბაზარზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მთელი საქართველო, 3,7 მლნ ადამიანი რომ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა ენის სპეციალისტი ვიყოთ, ყველას გვექნება სამსახური მსოფლიოს ტექნოლოგურ ბაზრებზე, იმდენად ბევრი პროექტია“,- ამის შესახებ „ორიენტ ლოჯიკის“ საოპერაციო დირექტორმა ოთარ ტაბატაძემ რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 


რა გამოწვევების წინაშეა დღეს საქართველოში IT მიმართულება და რას სთავაზობს კომპანია სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ამ და სხვა საკითხებზე კითხვებს ოთარ ტაბატაძე პასუხობს.

 


უკრაინაში მიმდინარე ომმა, შეცვალა თუ IT სფეროს მნიშვნელობა, რატომ არის ეს მიმართულება დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტული?

 


დღეს ომი, მხოლოდ რუსეთისთვის არის ტანკი, თორემ სხვა მხრივ, ომი მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია და ეკონომიკაა. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ყველამ ვნახეთ, კიბერუსაფრთხოებამ რა როლი ითამაშა. ეს არის მტრის სრული განიარაღება. თუ წვდომა გაქვს მის გარკვეულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის მომავალი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე უნდა მოხდეს ცოდნის, კომპეტენციის კონცენტრირება. იმიტომ, რომ ვიღაცას უფრო დიდი ტანკი ეყოლება, მაგრამ საინფორმაციო ნაწილში ტექნოლოგიებში, თანაბარ სიტუაციაში ხარ.

 

 

როდის დაარსდა და რა მიმართულებებზე მუშაობს „ორიენტ ლოჯიკი“?

 

 

„ორიენტ ლოჯიკი“ 1995 წელს შეიქმნა და უკვე რამდენიმე მიმართულებით ლიდერია ლოკალურ ბაზარზე. ჩვენ წლების განმავლობაში ვზრდიდით კომპეტენციას. ეს არის კიბერუსაფრთხოება, ინფორამციული უსაფრთხოების სისტემები, IT ინფრასტრუქტურული და ქსელური ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებები, პერსონალური ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, „დეველოპმენტი “, DevOps და Cloud თავსებადი ტექნოლოგიების მიმართულებები. ეს არის ის, რითაც თითქმის 27 წლის განმავლობაში მყარად მოვიკიდეთ ბაზარზე ფეხი.

 


რა გამოწვევის წინაშეა დღეს საქართველოში IT მიმართულება?

 


კომპანია თანამშრომლობს ისეთ ვენდორებთან (პრემიუმ პარტნიორები ვართ მათი, ან უმაღლესი), როგორიცაა DELL, HPE, IBM, RedHat და აშ. არ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრია. ეს პარტნიორები ჩვენ „გვაიძულებენ“, რომ პერსონალმა გაიაროს გარკვეული სერტიფიცირებები, გაიზარდოს კომპეტენიციები, რათა შემდგომ საფეხურებზე გადასვლისას პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნო, ან უკეთესი მიიღო. ამისთვის, როგორც დამსაქმებელს, გიწევს გადაამზადო პერსონალი. ამით პერსონალი კმაყოფილია, იმიტომ, რომ მაგარ კომპეტენციას იძენს, მაგრამ მეორე მხრივ, გამოწვევაა რამდენად აქვთ მათ საშუალება, რომ ამ კომპეტენციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება შეძლონ. ამ შემთხვევაში, ადამიანები ან იცვლიან სამუშაო ადგილს და მიდიან, სადაც ამის რეალიზებას მოახდენენ, ან უნდა შეწყვიტონ განვითარება. ანუ ეს პრობლემას ქმნიდა იმ მხრივ, რომ პერსონალის გადინება არ მომხდარიყო, რადგან საქართველოს ეკოსისტემა არ იძლეოდა საშუალებას, რომ მათი ცოდნის რეალიზება მომხდარიყო.

 


სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ OL Academy დაგვეარსებინა, სადაც ამ ადამინების საშუალებით, წვლილს შევიტანდით ქვეყნის ეკოსისტემის გაჯანსაღება-განვითარებაში. რატომ უნდა იყოს ჩვენი ბაზარი მაგალითად, ბრიტანეთის ბაზართან შედარებით უფრო დაბლა. ანუ, აქ რეალურად დასაქმების პრობლემა კი არა, კომპეტენციის პრობლემა დგას.

 


არსებობს თუ არა აკადემიაში ასაკობრივი ზღვარი?

 


აკადემიაში არანაირი ასაკობრივ შეზღუდვა არ გვაქვს. აქ სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

 


ჩვენს ტრეინინგ ცენტრს ორი მიმართულება აქვს, ერთი არის ფიზიკური პირებისთვის პრაქტიკულ სამუშაო გარემოში, ინტენსიური კურსით. ხოლო მეორე მიმართულება იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვის, მათზე მორგებულ სასწავლო კურსებს და ტენოლოგიური მიმართულებით თანამშრომლების გადამზადებას ითვალისწინებს. გვაქვს ძალიან საინტერესო B2B პროექტების საბანკო სექტორის და სხვა ტექნოლოგიურად მაღალი განვიტარების ქართული კომპანიებისთვის.

 

 

რაც შეეხება ჩვენს ღია ტრენინგებს ფიზიკური პირებისთვის - კურსის დამთავრების შემდეგ, მათ ან ჩვენ ვთავაზობთ სამსახურს, ან პირდაპირ გვართმევენ სხვა კომპანიები. გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი ტექ. ტრენინგების უამრავი მოდული. ცალკეული მოდული შეიძლება რამდენიმე ეტაპს გულისხმობდეს. მათი დიდი ნაწილი სამ ეტაპიანია და პირველი ეტაპის დასაძლევად დაახლოებით 3 თვეა საჭირო.

 

 

თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩვენი აკადემიის ვებგვერდზე https://olacademy.ge დარეგისტრირდეს და დაიწყოს განვITარება დღესვე. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი