დავით ზალკალიანი: მომავალ კვირაშიც გვექნება კომუნიკაცია ევროკავშირში და მთავარი საკითხი იქნება განაცხადი და ის გეგმები, რაც ქვეყანას ამ განაცხადის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით აქვს
01-04-2022, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალ კვირაშიც გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია ევროკავშირში ჩვენს კოლეგა მინისტრებთან და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, მთავარი საკითხი იქნება სწორედ განაცხადი და ის გეგმები, რა გეგმებიც აქვს ქვეყანას ამ განაცხადის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

 


დავით ზალკალიანის თქმით, დაისახა ამოცანა, რომ იყოს მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის.

 

 

„აუცილებელია პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და რომ პარლამენტის მხრიდან ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ის ნაბიჯები, რაც არის პარლამენტის პრეროგატივა, იყოს ასევე ეფექტიანად შესრულებული. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი უახლოესი სამოქმედო გეგმის ნაწილია - კომუნიკაცია, კომუნიკაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, სტრატეგიული კომუნიკაცია მაქვს მხედველობაში, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ უახლოესი კითხვარის შევსების პროცესი იყოს ეფექტიანად განხორციელებული და ასევე ჩვენ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში გვჭირდება ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაცია, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ საზოგადოებას, დავანახოთ ჩვენი როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში.

 


ამიტომ, დავალებები მიღებულია, თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა სამინისტრომ იცის ძალიან კარგად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს პერსპექტივაში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში რეგულარულად შევიკრიბებით და კომისია განიხილავს პროგრესს, რომელიც გვექნება, თუნდაც კითხვარის შევსებით მიმართულებით. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, აქტიურად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი, როგორც ამ კომისიის უშუალო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 2
#2   Heidi
      
Every weekend i used to go to see this website,
because i wish for enjoyment, for the reason that this this site conations in fact good funny information too.


my site; joker388
2 აპრილი 2022 16:51
#1   Augustina
      
Its like you learn my thoughts! You appear to grasp so much about this,
such as you wrote the book in it or something.
I believe that you just can do with some p.c.
to pressure the message home a bit, however instead of that,
that is fantastic blog. A fantastic read. I'll certainly be back.


my blog; slot online
2 აპრილი 2022 16:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი