სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სასწავლო კურსის „ქალთა და გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ დასრულების ცერემონია გაიმართა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების სწავლებას ისახავდა მიზნად.
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების მექანიზმები შეისწავლეს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს. კურსს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ორგანიზებით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.