ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მე-12 საარჩევნო ოლქში 121-ივე უბნის ხმებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა::
N34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე – 2 634 ხმა (6.952%);
N41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი – 34 333 ხმა (90.612%);
N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი – 923 ხმა (2.436%).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.