ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა
03-04-2022, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედაში იმყოფებოდა, სადაც გორგაძეების ოჯახში საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა. პრემიერს მეპატრონემ, თემურ გორგაძემ უმასპინძლა და საოჯახო მეურნეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

 

 

გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგრო სესხით ისარგებლა და 170 000 ლარის ოდენობის სახელმწიფოს თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს და თაფლის რეალიზაციას საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.

 

 

გორგაძეების ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი