იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიუსელში მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან დადებითი სიგნალები მიიღეს.
"უდიდესი პრობელმების მიუხედავად, რომელიც ევროპას აქვს, საბჭოს სხდომა შედგა. ყველა შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ჩვენ მივიღეთ დადებითი სიგნალები, რომ საქართველოში ორი წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმები საშუალებას გვაძლევს, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმა წლის ბოლომდე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. ამ მხრივ, ყველა ოპტიმისტურად იყო განწყობილი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.