ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ
03-04-2022, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს მსოფლიოში არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, მინდა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, პირიქით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველამ მოისმინა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით.

 


„მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარება. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი