GUARDIAN.GE - ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას „მიუღებელი“ უწოდა. CNN-თან საუბარში მან თქვა, რომ ეს იყო „მხეცობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“, რაც „ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“.
სტოლტენბერგი უერთდება მსოფლიო ლიდერებს და გმობს კიევის მიმდებარე რამდენიმე ქალაქში რუსული ძალების მიერ უკან დახევამდე ჩადენილ სისასტიკეს. ბუჩადან რუსეთის გასვლის კვალდაკვალ, გავრცელდა არაერთი ცნობა ცხედრების შესახებ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.