ზესტაფონს პოლონეთის დელეგაცია, კერძოდ პოლონეთის ქალაქ ტჩევის მერი ტადეუშ ძვონკოვსკი, ვიცე მერი ვიტოლდ სოსნოვსკი, ტჩევის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ.
ზესტაფონის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში განხორციელებული სოციალური პროექტის შემაჯამებელ საქმიანობას უკავშირდება. (პოლონეთის სახელმწიფომ 140 ათასი ევროს ღირებულების სოციალური პროექტი განახორციელა „ორიონში“. როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საგანმანათლებლო და გაცვლითი სასწავლო პროგრამების გათვალისწინებით).
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და ტჩევის პოვიატს შორის. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროებია მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება. ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ორგანიზება, სოციალური, მათ შორის შშმ პირების უზრუნველყოფა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.