[ვიდეო] თბილისში ორი მამაკაცის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 5 პირი
04-04-2022, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 5 პირი.

 


პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

 


სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი დაკავებულია 1971 წელს დაბადებული გ.ქ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული გ. გ. 1991 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გ. პ.

 

 

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების ღონისძიებებს.

 


ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

 

 

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებული კ.ქ., ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი - 1970 წელს დაბადებული ვ.გ.

 


დაპირისპირების დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა: 1989 წელს დაბადებული ო.ბ., 1971 წელს დაბადებული დ.ც., 1962 წელს დაბადებული ხ.ც., 1989 წელს დაბადებული მ.მ., ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

 


ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108 -ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი