ირაკლი ღარიბაშვილი: ილია დარჩიაშვილს ბრწყინვალე განათლება და გამოცდილება აქვს და მჯერა, რომ წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
04-04-2022, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ილია დარჩიაშვილს ბრწყინვალე განათლება და გამოცდილება აქვს და მჯერა, რომ წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ილია დარჩიაშვილი წლების წინ მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, ბოლო წლებში კი საქართველოს ელჩი იყო პოლონეთში.

 

 

„მე მინდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბატონი ილია დარჩიაშვილი. ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. წლების წინ ის მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო წლებში, 4 წლის განმავლობაში ის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მე მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და წარმატებას ვუსურვებ მას. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა, ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება. ბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი