ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ. დოლარი
04-04-2022, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება. იანვარში ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თებერვალში გვქონდა 14.6%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, მითუმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი და მთელი მსოფლიოს წინაშეა.

 


„სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ პროექტებზე, როგორიც არის ეკონომიკური ამაჩქარებელი, თუ განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები. ამიტომ გვჭირდება ძალიან მაგარი, ერთიანი, კოორდინირებული, აქტიური მუშაობა, რომ არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს ჩამორჩენა.

 


იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა, როგორც მრეწველობის, ასევე მომსახურების სექტორში. აქვე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ. დოლარი.

 


ასევე უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად ტურიზმიდან შემოსავლებიც გაიზარდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი