ირაკლი ღარიბაშვილი: დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია
04-04-2022, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. მინდა ვახარო ჩვენს საზოგადოებას, რომ დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3000 უკვე დაკონტრაქტებულია, - ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

 

 

„პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. მინდა ვახარო ჩვენს საზოგადოებას, რომ დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3000 უკვე დაკონტრაქტებულია და მათ უკვე გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა, ძლიან გვახარებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ მასშტაბები. თუმცა, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ და ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში და მონაწილეობა მიიღონ ბევრ პროექტში, რომელსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი