პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 26 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი;
სასამართლომ დამნაშავედ ცნო 13 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი;
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით, კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა;
სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები;
დანაშაულის ორგანიზატორი სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა;
დანაშაულის ორგანიზატორს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა:
• 4 288 033 ლარის ღირებულების უძრავი ქონებები;
• ორი ავტომანქანა;
• 42 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა;
• საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
საქმეზე ბრალდებულ 13 იურიდიულ პირს, 10 წლის ვადით ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრათ ჯარიმა თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით;
დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და პირობით სასჯელთან ერთად დაეკისრათ ჯარიმა 517 000 ლარის ოდენობით;
ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.