„ლიბერთის“ მხარდაჭერით „აქსელის“ საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა
04-04-2022, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთის მხარდაჭერით, ,,აქსელის“ (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) მორიგი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა.

 

ტექნოლოგიური სტარტაპებისა და პოტენციური ინვესტორების ტრადიციულ შეხვედრას ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ.

 

,,აქსელის“ ქსელი დღეისათვის 50ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და მისი მიზანია "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. Grant Thornton Georgia-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი.

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ "ჭკვიანი ფულის" ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში.“ - გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი.

 

,,ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ მიზანს ინოვაციური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მოძიება და მხარდაჭერა წარმოადგენს. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოში ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წაახალისებს.' - თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

 

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნელოგიების სააგენტო (GITA), Tegeta ჰოლდინგი, დაGrant Thornton. აქსელის შესახებ: www.axelnetwork.org

 

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი