საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა. ამის შესახებ BBC იუწყება. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სირიაში ოპერაციისას უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყარონ სამხედრო უწყებებსა და მათი ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის.
პუტინმა რუს სამხედროებს უკვე დაავალა ფრანგ კოლეგებთან ურთიერთობები სირიაში ოპერაციის ზონაში. საუბარი იმაზე, რომ რუსეთის სარაკეტო კრეისერმა "მოსკოვმა" კოორდინირება განახორციელოს ფრანგულ ავიამზიდთან.
საუბრისას პუტინი და ოლანდი შეთანხმდნენ პირისპირ შეხვედრაზეც, რომელიც მოსკოვში 26 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი ოლანდი აშშ-ს პრეზიდენტს 24 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლის თემაზეც იმსჯელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.