საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პირველი სამუშაო დღე მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრით დაიწყო. სამინისტროში მას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა, რომელმაც კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მოადგილეებთან შეხვედრაზე განიხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. მათ შორის, გაგრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების და ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ უწყების მთლიანი გუნდის მომავალი ძალისხმევა კვლავ ქვეყნის წინაშე მდგარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ეფექტიანად დაძლევისკენ იქნება მიმართული.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. მინისტრის და ელჩის კანდიდატურები საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.