ლაშა თორდია: პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა
17-11-2015, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ საჯარო დაწსებულებებში პრემიები სახელფასო დანამტებმა ჩაანაცვლა და პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, 2014 წლის ზაფხულში მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო. ამის შესახებ თორდიამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.


გენერალური აუდიტორის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში – 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 412%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ით, დევნილთა სამინისტროში 35%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში – 270%-ით.


მისივე ინფორმაციით, თანხობრივ გამოხატულებაში, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა.


"სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ქვეყანაში პრემია ან დანამატი არსებობდეს, მაგრამ აღნიშნული ფულადი განაცემები უნდა იყოს დარეგულირებული ისე, როგორც არის მოცემული შესაბამის ბრძანებაში და დადგენილებში, ანუ ადამიანები უნდა იღებდნენ პრემიებს, მაგრამ ყველა პრემია უნდა იყოს დასაბუთებული, რისთვის, რა გასამრჯელოსთვის აიღო საჯარო მოხელემ აღნიშნული პრემია. ასევეა დანამატის საკითხიც – არ შეიძლება წინასწარ, ერთი წლით ადრე განსაზღვროს რომელიმე თანამდებობის პირმა ის, რომ საჯარო პირმა ყოველთვიურად სახელფასო დანამატი უნდა აიღოს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი