სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, თურქული წარმოების, "შარსილმაზის" ტიპის პისტოლეტი 15 ვაზნით და 1 მჭიდით ამოიღეს.
"დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დაკავებულმა თურქეთიდან შემოიტანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.